ხშირად დაგჭირვებიათ ბავშვთან ყვირილი? რას იზამთ, მასთან მოლაპარაკება ადვილი არ არის და ნერვებიც ხშირად გვღალატობს. მით უმეტეს, რომ ბავშვის ახირებების გარდა უმარავი საქმე და საზრუნავი გაქვთ. თუმცა ეს არ გამართლებთ - ყვირილი ყველა შემთხვევაში თქვენი სისუსტის გამოხატულებაა და არა ავტორიტეტის. თანაც "ყვირილის" მეთოდი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა. არსებობს ბავშვთან მოლაპარაკების სხვა ხერხებიც, რომლებიც უფრო საიმედოა.
... კითხვის გაგრძელება »
Category: რჩევები მშობლებს | Views: 846 | Added by: user | Date: 08.11.2014 | კომენტარები (0) იხილეთ სრულად


ყველაზე ეფექტური და შეიძლება ითქვას, ჯადოსნური სიტყვა, რომ ბავშვი საქმეში აიყოლიოთ, გახლავთ: "მოდი გავაკეთოთ"... 9 წლამდე ბავშვებს საკუთარი "მეს" გაგება ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ. ამიტომ მოგეცემათ თუ არა შესაძლებლობა, ყოველთვის დაუძახეთ და ერთად აკეთეთ რამე. მაგალითად "წადი, შენი ოთახი მიალაგეს" ნაცვლად, უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ ეტყვით: "მოდი, შენი ოთახი მოვაწესრიგოთ". როცა თხოვნა საერთო საქმეში მიწვევას ჰგავს, ბავშვები უფრო ხალისით ებმებიან საქმეში.
... კითხვის გაგრძელება »
Category: რჩევები მშობლებს | Views: 919 | Added by: user | Date: 08.11.2014 | კომენტარები (0) იხილეთ სრულად


ახალშობილები და საერთოდ, ჩვილი ბავშვები სხვადასხვანაირ საზრუნავს უჩენენ მშობლებს. ზოგიერთ დედას რომ ღამეები არ სძინავს, მეორენი შვილის ზნეს არაფრით უჩივიან. მათი ნათქვამი "თუ არაფერი აწუხებს, არ ტირის", ჭირვეული ბავშვის მშობლებში ერთგვარ შურსაც კი აღძრავს. სამაგიეროდ მშვიდი და უპრეტენზიო შვილების მშობლები, ვინაიდან ბავშვი არ ტირის და არ აწუხებთ, სიფრთხილეს უფრო ნაკლებად იჩენენ. შესაბამისად, ბავშვისთვის გარკვეული საფრთხეების რისკი მატულობს.
... კითხვის გაგრძელება »
Category: რჩევები მშობლებს | Views: 875 | Added by: user | Date: 08.11.2014 | კომენტარები (0) იხილეთ სრულად


ბავშვები ხანდახან იკარგებიან ხოლმე - ეს ცნობილი ამბავია. უსიამოვნო, მაგრამ ფაქტი. ჩვენ, უფროსებსაც გვაქვს შემორჩენილი მეხსიერებაში ერთი-ორი დაკარგვის მომენტი - ვიღაც მაღაზიაში დაიკარგა, ვიღაც - ბაზარში, ვიღაცას სკოლიდან სახლისკენ მისასვლელი გზა აებნა და ა.შ. ასეთ მომენტებს ბევრი ღიმილითაც იხსენებს, თუმცა ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მთავრდება. ამიტომ ჯობს, მშობლებმა, პრევენციისთვის, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციონ - ყველგან და ყოველთვის, და მეტი რამ ასწავლონ, დაიცვან მარტივი წესები, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი ფაქტები. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო - ასეთი კარგი ანდაზაც გვაქვს...

... კითხვის გაგრძელება »
Category: რჩევები მშობლებს | Views: 950 | Added by: user | Date: 08.11.2014 | კომენტარები (0) იხილეთ სრულად


ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე ფრაზის სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოთქმა აბსოლუტურად განსხვავებულ ეფექტს იძლევა. ბავშვებს ვერ მოატყუებთ. ბრძანების კილოზე ნათქვამი სიტყვებით მათგან სასურველ რეაციას ვერასოდეს მიიღებთ. უხეში ტონის საპასუხოდ კი შეიძლება სულ უკუღმა გააკეთოს ყველაფერი, ან უარესი - ისტერიკა მოგიწყოთ. დიდი პედაგოგობა არ სჭირდება საკუთარ შვილთან ინდივიდუალურ მიდგომას, თუმცა ღირს თვალი გადაავლოთ ქვემოთ მოყვანილ 10 ფრაზას, რომლებსაც შეიძლება ხშირად იყენებთ და უშედეგოდ. ხოლო თუ მათ ოდნავ შეუცვლით სახეს, შვილისგან პოზიტიური რეაქციაც არ დააყოვნებს.


... კითხვის გაგრძელება »
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1316 | Added by: user | Date: 08.11.2014 | კომენტარები (0) იხილეთ სრულად

« 1 2 ... 6 7 8