21:07 შემწვარი მწყერი საწებლით | |
მასალად საჭიროა: მწყერი – 10 ცალი (პორცია: 1 ადამინაზე 1 ცალი) ნუში ან ნიგოზი – 300 გრ ზეითუნის ზეთი – 4 ს/კ ლიმონის წვენი – 10 მლ უცხო სუნელი 1ჩკ ხმელი დაფქვილი ქინძი 0,5ჩკ ნიორი – 1 კბილი ზაფრანა 1ჩკ წითელი დაფქვილი წიწაკა მარილი მომზადების წესი: შევწვათ მწყერი ზეითუნის ზეთში დაახლოებით 2-3 წუთი ორივე მხარეს მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადავიტანოთ ღუმელში და შევდგათ წინასწარ 220 ° C გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. (შეგვიძლია მოვასხათ თეთრი ღვინოც). ნუში (ან ნიგოზი), ლიმონის წვენი, ნიორი, უცხო სუნელი, ქინძი, ზაფრანი, მარილი, წითელი დაფქვილი წიწაკა მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ცოტაოდენი წინასწარ გადადუღებული და გაცივებული წყალი და დავაბლენდეროთ. შემწყავრი მწყერი დავდოთ თეფშზე, მოვასხათ თავზე მიღებული მასა. დავადოთ 1 ცალი ოხრახუშის ფოთოლი და მივიტანოთ სუფრასთან. | |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 2610 | | |
Total comments: 0 | |