17:04
ჩიჟიბიჟი

მასალად საჭიროა:
კვერცხი, ხახვი,
პომიდორი, ზეთი,
ბულგარული წიწაკა,
მწვანილები, პილპილი,
მარილი, ძეხვი ან სოსისი

მომზადების წესი:
ზეთში დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი;
დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი ან პომიდვრის საწებელი;
5 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე;
დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი;
3–4 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე;
დავამატოთ საშუალო ზომაზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა;
დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი;
გემოვნებით ვუქნათ მარილი და წიწაკა.
თუ გიყვართ ძეხვეულობა შეგიძიათ ბოლოს დაამატოთ წვრილად
დაჭრილი ძეხვი ან სოსისი, მაგრამ პირადად მე გირჩევთ ძეხვეულის
გარეშე გააკეთოთ, უფრო გემრიელია .
 
Category: წვნიანი კერძები | Views: 3142 | Added by: user | Tags: ჩიჟიბიჟი, CHIJIBIJI
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​