22:59
როგორ უნდა აიყოლიოთ ბავშვი - ყველაზე ეფექტური საშუალებები

ყველაზე ეფექტური და შეიძლება ითქვას, ჯადოსნური სიტყვა, რომ ბავშვი საქმეში აიყოლიოთ, გახლავთ: "მოდი გავაკეთოთ"... 9 წლამდე ბავშვებს საკუთარი "მეს" გაგება ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ. ამიტომ მოგეცემათ თუ არა შესაძლებლობა, ყოველთვის დაუძახეთ და ერთად აკეთეთ რამე. მაგალითად "წადი, შენი ოთახი მიალაგეს" ნაცვლად, უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ ეტყვით: "მოდი, შენი ოთახი მოვაწესრიგოთ". როცა თხოვნა საერთო საქმეში მიწვევას ჰგავს, ბავშვები უფრო ხალისით ებმებიან საქმეში.

ფორმულა "მოდი გავაკეთოთ" ეფექტურია, სანამ ბავშვი 9 წლის გახდება. ამ ასაკის შემდეგ კი ეს ფორმულა უკვე ძალიან ყალბად ჟღერს. მით უმეტეს, თუ შეატყო, რომ თავად არ აპირებთ პროცესში მონაწილეობას.
მოქმედების წახალისებისთვის სხვა წესები უნდა სცადოთ:
1. სთხოვეთ, კი ნუ მოითხოვთ
2. ეცადეთ ბავშვმა იგრძნოს, რომ მართლაც უფროსებთან ერთად შრომობს და არა მათ მიერ დაგებულ "მახეში" ებმება. წინააღმდეგობის გაწევის უფლებაც დაუტოვეთ, თორემ გამოდის, რომ კი არ თანამშრომლობთ, არამედ ბრძანებებს ასრულებინებთ.
3. გამოიყენეთ ფორმულა "ხომ არ გაგვეკეთებინა" ან "მიდი რა, საყვარელო, გააკეთე ...". თხოვნის გამომხატველ შორისდებულებს ნუ დაინანებთ.
4. თუნდაც არაფერი გამოგივიდეთ, რიტორიკული კითხვები და ნოტაციები მაინც არ სცადოთ.
5. ეცადეთ თხოვნისას გულწრფელი იყოთ და ეს ყველაფერი პოზიტიურ ნოტაზე განახორციელეთ.

ბავშვი რომ ზარმაცი არ გაიზარდოს - როგორ უნდა მიაჩვიოთ შრომას 
რამდენიმე მაგალითი:
ბრძანება: მიალაგე შენი ნივთები.
თხოვნა: მოდი რა, მივალაგოთ შენი ნივთები. აი, გამომართვი ესენი და თავის ადგილებზე დააწყვე.

ბრძანება: არ მიყარო მანდ!
თხოვნა: ყველაფერი თავ-თავის ადგილას დავდოთ, რა. აი, შენი ქუდი და დაკიდე კარადაში. ნუ მივყრით ტანსაცმელს და აღარ აირევა სახლი.

ბრძანება: ძმას ასე ნუ ელაპარაკები!
თხოვნა: ხომ შეიძლება, ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ. ცოტა ზრდილობიანად მიმართე და ისიც იგივეს გააკეთებს. პატარაა და როგორც შენ ექცევი, ისე მოგექცევა თავადაც.

ბრძანება: კბილები გამოიხეხე.
თხოვნა: აბა, მოვემზადოთ დასაძინებლად. კბილები გამოიხეხე? არა? და რაღას უცდი?

თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ
თავიდან ასეთ მიდგომებს შეიძლება ბავშვი აყვეს კი არა, პირიქით, დაგცინოთ და უარიც გტკიცოთ. ნუ შეშფოთდებით, ესეც ნორმალური რეაქციაა. თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რასაც გთხოვენ? არა მგონია.
როცა წინააღმდეგობის გაწევის უფლებას აძლევთ და არ აძალებთ საქმის კეთებას, ესეც ერთგვარი თანამშრომლობაა. მართალია, საქმე ისევ თქვენი გასაკეთებელი ხდება, სამაგიეროდ, თქვენს შვილს ფსიქოლოგიური ძალადობა ასცდება. ბავშვს რომ საქმის კეთების სურვილი გაუღვივოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა შეაგულიანოთ ხოლმე. ერთხელ არ გაჭრა? მეორედ სცადეთ. არაფერი გამოვიდა? მესამედ სცადეთ. ბავშვიც უფრო და უფრო დარწმუნდება, რომ მის სურვილს ანგარიშს უწევენ. ერთხელაც იქნება აუცილებლად გაგიგონებთ.

 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 919 | Added by: user | Tags: ბავშვი, ყველაზე, აიყოლიოთ, როგორ, საშუალებები, უნდა, ეფექტური
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​