21:28 აჯაბსანდალი | |
მასალად საჭიროა: 500-600 გრ. ბადრიჯანი , 4-5 ცალი სტაფილო. 4-5 ცალი ბულგარული წიწაკა, 4-5 ცალი თავი ხახვი, 4-5 ცალი კარტოფილი, 1 კგ. პამიდორი, მწვანილები: ქინძი, ოხრახუში , რეჰანი, 3-4 კბილი ნიორი მარილი და წიწაკა გემოვნებით მომზადების წესი: ბადრიჯანი გავთალოთ დავჭრათ პატარა კუბიკებად ან რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 1 საათი, რომ წვენი გამოუშვას. როცა წვენს გამოუშვებს გავწუროთ ხელით და მოვხრაკოთ ზეთიან ტაფაში.
სტაფილო, ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო კუბიკებად. დაჭრილი ბოსტნეული მოვხრაკოთ ზეთში.
ასევე გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად კარტოფილი და შევწვათ.
მოხრაკულ ბოსტნეულს დავაყაროთ ცალკე შემწვარი ბადრიჯანი და შემწვარი კარტოფილი.
პამიდორს დავასხათ ცხელი წყალი გავაჩეროთ 2-3 წუთი, გადაუწუროთ წყალი, გადავაძროთ კანი პამიდორს.
გავხეხოთ სახეხზე ან დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. პამიდორი მოვასხათ მოხრაკულ ბოსტნეულს.
მწვანილები დავჭრათ წვრილად, ნიორი დავაჭყლიტოთ და ჩავყაროთ ბოსნეულში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. წამოვადუღოთ და კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
| |
Category: წვნიანი კერძები | Views: 5997 | | |
Total comments: 0 | |