15:53
როგორ დავეხმაროთ მამაკაცს პიჯაკისა და შარვლის შეძენაში


გაზაფხულზე გარდერობს არა მარტო ქალები – მამაკაცებიც აახლებენ, მათაც სურთ მომხიბვლელები იყვნენ! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მამაკაცების უმრავლესობას ქალბატონების დახმარება სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პიჯაკისა და შარვლის ორეულის შეძენას ეხება. მაღაზიაში კოსტიუმის შეძენა საჭირო და კარგი საქმეა, მაგრამ შენაძენი იღბლიანი რომ აღმოჩნდეს, პირველ რიგში, კოსტიუმი აუცილებლად უნდა გაისინჯო; მეორე რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მომენტებს: 

პიჯაკი

 კარგი პიჯაკი მხრებში კარგად უნდა ადგენებოდეს ადამიანს, ამასთანავე პიჯაკის პატრონი თავს ზედმეტად შებოჭილად ან, პირიქით, ზედმეტად მოშვებულად არ უნდა გრძნობდეს. ნაკერი სახელოსა და მხრის შეერთებაზე იდეალურად სწორი უნდა იყოს და სიარულის დროს არ უნდა აიბურძგნოს და აიშალოს. 
 ზედა ნაწილში პიჯაკი ზურგს კარგად უნდა ადგეს. იღლიებში არ უნდა იყოს ნაოჭი და ნაკეცი – ხელების წინ გაწევის შემთხვევაშიც. 
 პიჯაკის საყელო რბილად უნდა ედებოდეს კისერს. პიჯაკის გადანაკეცი ზედა ნაწილში მჭიდროდ უნდა ებჯინებოდეს ქიმს. გადანაკეცის ქვედა ნაწილი კი – უფრო თავისუფალი – ზედა ღილიდან 2-3 სანტიმეტრით ზევით უნდა დამთავრდეს. 
 სახელოს სიგრძე საკმარისად ითვლება, თუკი დაშვებული ხელების შემთხვევაში, სახელოს კიდე ფარავს მაჯას და ხელის მტევნამდე მიდის. მყიდველი რომ არ შეცდეს, მორგებისას ხელები სხეულის გასწვრივ უნდა აწიოს და დიდი თითები 90 გრადუსით მოხაროს — ეს არის სახელოს ნორმალური ზომა. გასათვალისწინებელია, რომ პერანგის მანჟეტები სანტიმეტრ-ნახევრით უნდა ცდებოდეს პიჯაკის სახელოს. 
 კლასიკური პიჯაკის ქვედა კიდე დუნდულებს უნდა ფარავდეს. ზედმეტად მოკლე პიჯაკი მფლობელს ნაკლებად მაღალს აჩენს. კლასიკური სიგრძე — საყელოს ზედა კიდისა და შარვლის ქვედა კიდის ზუსტად შუაში უნდა მოხვდეს. პიჯაკის ბოლო მკაცრად იატაკის პარალელური უნდა იყოს. 
 ისეთი პიჯაკის მორგებისას, რომელსაც უკან ერთი ან ორი ჭრილი აქვს, დარწმუნდით, რომ ისინი დახურული რჩება მაშინაც, როცა პიჯაკი ყველა ღილზეა შეკრული. თუ საჯდომი კუნთები ზედმეტად გამოკვეთილია, სულაც უჭრილო პიჯაკი უნდა შეირჩეს. 
 თუ პიჯაკი მხრებში კარგად დგას, მაგრამ ცუდად იკვრება ქვედა ღილზე, უარი თქვით შენაძენზე – სჯობს, სხვა მოდელი მოძებნოთ. 
 პიჯაკს, რომელიც კარგად დგას მხრებზე, მაგრამ ცოტა ფართოა ქვედა ნაწილში ან სახელოა გრძელი, ფიგურაზე მორგებას კიდევ შეძლებთ.

შარვალი
 შარვლის ნაკეცი ზუსტად მუხლის შუაზე უნდა მოდიოდეს. შარვალი, რომლის ნაკეცებიც არასწორადაა გაკეთებული, სიარულის დროს მოგრეხილი ფეხების შთაბეჭდილებას ქმნის. 
 შარვლის უკანა ნახევარი, მჭიდროდ, ნაოჭების გარეშე უნდა იდგეს საჯდომ კუნთებზე. 
 ნორმალური სიგრძის შემთხვევაში, მამაკაცის შარვლის ქვედა კიდე უკან ფეხსაცმლის ქუსლამდე უნდა წვდებოდეს, წინ კი – ფეხსაცმლის წინა კიდეს უნდა ფარავდეს. 
 თუ გადანაკეციან შარვალს ყიდულობთ, მისი სიგანე 3-4 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს. 
 შარვალს, გადანაკეცის გარეშე, უკანა ნაწილი 1,5-2 სმ-ით გრძელი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წინა. ხოლო გადანაკეციან შარვლებს წინ და უკან ერთნაირი სიგრძე აქვთ.

ახლა ფეხსაცმლის სწორად არჩევაა აუცილებელი. ფეხსაცმელი შარვლის ქვედა ნაწილის სიგანის შესაბამისი უნდა იყოს. რაც უფრო ვიწროა შარვლის ბოლო, მით უფრო ვიწრო უნდა იყოს ფეხსაცმლის ცხვირები და, პირიქით, რაც უფრო ფართოა შარვალი, მით უფრო ფართო უნდა იყოს ფეხსაცმლის ცხვირი. შარვლის სიგანე არ უნდა აჭარბებდეს ფეხსაცმლის სიგრძეს, თირემ ტომარას დაემსგავსება.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 2829 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​