23:22
პოტატუნა
მასალად საჭიროა:

კარტოფილის ჭიქისთვის:

600 გრ. კარტოფილი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
1–2 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი და პილპილი

ფრიტატისთვის:

6–7 კვერცხი
¼ ჭიქა დაჭრილი ბულგარული წიწაკა
¼ ჭიქა დაჭრილი ხახვი
¼ ჭიქა დაჭრილი ხალაპენიო (ცხარე წიწაკა)
¼ ჭიქა ნაღებისა და რძის თანაბარი ნარევი
¼ ჭიქა დაჭრილი ქინძი
½ ჭიქა გახეხილი ან დაფშვნილი ყველი
1–2 სუფრის კოვზი მწვანე ჩილი
½ ჩაის კოვზი ძირა
მარილი და პილპილი გემოვნებით

ეს რეცეპტი ნამდვილად საჭიროებს თქვენს იმპროვიზაციას! ფრიტატას კარტოფილის ჭიქებში სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა მწვანილი, სანელებელი და ყველი,ხორცი, ძეხვი, კვერცხი და ა.შ  შედეგი კი, როგორც სურათიდან ხედავთ, ლამაზი და ორიგინალური, ამასთან ძალიან გემრიელი კერძია!


მომზადების წესი:

1. გათალეთ და მსხვილად გახეხეთ კარტოფილი, გაავლეთ წყალში და შემდეგ კარგად გადაწურეთ. რჩევა: ლიმონის წვენი თქვენს კარტოფილს თეთრ ფერს შეუნარჩუნებს.

2. შეურიეთ გახეხილ კარტოფილს ფქვილი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. გემოვნებისამებრ დაამატეთ სხვა სანელებლები ან გახეხილი ყველი.

3. წაუსვით ცხიმი 12 ჭიქიან მაფინების/კექსის საცხობ ფორმას. ჩააფინეთ ფორმებში გახეხილი კარტოფილი ისე, რომ ბუდეს დაემსგავსოს. ნორმალურია, თუ კარტოფილი ამოცდება ზედაპირს, რადგან ცხობისას ის მაინც შევიწროვდება.

4. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 1900C–ზე 30–40 წუთის განმავლობაში. ცხობის დრო ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხრაშუნა ჭიქები გსურთ, გამოვიდეს.

5. სანამ ჭიქები გამოცხვება, მოამზადეთ ფრიტატა. კარგად მოთუშეთ ტაფაზე ხახვი, ხალაპენიო და წითელი ბულგარული წიწაკა ერთ ჩაის კოვზ ზეთთან ერთად. კვერცხის დამატებამდე ცოტა შეაგრილეთ.

6. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ მოთუშული ბოსტნეული, ნაღები, ძირა, ქინძი, მწვანე ჩილი და ყველი. მარილი და პილპილი გემოვნებით.

7. გამოიღეთ კარტოფილის ჭიქები ღუმელიდან და შეავსეთ კვერცხის ნარევით. შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ 10–15 წუთით, კვერცხის გამყარებამდე.

 

Category: ხორცეულის კერძები | Views: 3713 | Added by: chefpotato | Tags: პოტატუნა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​