17:43
შვრიის ქაფქეიქები (მაფინები)
 მასალად საჭიროა:
2½ ჭიქა შვრიის ფანტელები
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
½ ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
2 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი და გაცივებული
2 ჭიქა რძე
1 კვერცხი
¼ ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
¼ ჭიქა გამომშრალი ხილი ან ნიგოზი (სურვილისამებრ)
2 ჭიქა ახალი ან გაყინული ხილი

მომზადების წესი:

1. გააცხელეთ ღუმელი 200°C -მდე და ჩააფინეთ მაფინების საცხობ ფორმაში 12 ალუმინის ან პერგამენტის ქაღალდი.

2. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შვრია, საცხობი ფხვნილი, მარილი, დარიჩინი, ახალი და გამომშრალი ხილი.

3. მცირე ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი, რძე, ნეკერჩხლის სიროფი და კვერცხი. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. მაშინთვე გადაიტანეთ ფორმებში და აცხვეთ 200°C -ზე 25-35 წუთის განმავლობაში ან სანამ მაფინები მოოქროსფრო არ გახდება. ცხობის დრო დამოკიდებულია ფორმების ზომაზე და თქვენს ღუმელზეც.
4. მირთმევამდე აცალეთ გაგრილება. თუ მაშინთვე არ მოიხმართ, კარგად გააცივეთ და შედგით მაცივარში ჰერმეტული კონტეინერით.

Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1050 | Added by: chefpotato | Tags: შვრია, მაფინები, ქაფქეიქი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​