17:23
ბადრიჯნის სალათა
 მასალად საჭიროა:
1 ცალი ბადრიჯანი
2 ცალი პამიდორი
100-150 გრამი ყველი
2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილი და ნიორი სურვილის მიხედვით
მწვანილი

მომზადების წესი:

დავჭრათ ბადრიჯანი და დავაწყოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ზემოდან ნაჭრებს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ შერბილებამდე 180-200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში. პამიდორი დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად. ყველი გავხეოთ და შევურიოთ მაიონეზი. სურვილის მიხედვით დავუმატოთ დანაყილი ნიორი. შემწვარ ბადრიჯანზე დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი, ზემოდან ყველის მასა და შევდგათ მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 1 წუთის განმავლობაში (ყველის გადნობამდე).

მაგიდასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

Category: სალათები | Views: 1035 | Added by: chefpotato | Tags: ბადრიჯანი, სალათა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​