14:48
კოკა-კოლას მუსი
მომზადების წესი:
100 გრ. შავი შოკოლადი
3 პაკეტი ჟელატინი
1 ცალი კვერცხი+1 ცალი კვერცხის გული
65 გრ. შაქარი
250 მლ. კოკა-კოლა
200 მლ. ნაღები (30%)
ათქვეფილი ნაღები მოსართავად


მასალად საჭიროა:
1. დაასხით  ჟელატინს ცივი წყალი, პაკეტზე მითითებული ნორმების მიხედვით.

2. მდუღარე წყლის ორთქლზე (ნელ ცეცხლზე შემოდგით ქვაბი წყლით და ზემოდან ჯამი მოათავსეთ) ათქვიფეთ კვერცხი მეორე კვერცხის გულთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. გადმოდგით.

3. წყლის ორთქლზე გაალღვეთ ჟელატინიც და ჩაუმატეთ კვერცხის მასას.

4. წყლის ორთქლზე, ცალკე ჯამში, გაალღვეთ შოკოლადიც ან გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. დაუმატეთ კვერცხის მასას და შეურიეთ.

5. მიღებული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, ფრთხილად დაუმატეთ კოკა-კოლა და აურიეთ. ჩაასხით მაღალყელიან ჭიქებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.

6. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

Category: სასმელები | Views: 1151 | Added by: chefpotato | Tags: მუსი, კოკა-კოლა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​