23:54
მარწყვის მოჰიტო
მომზადების წესი:
შაქარი, ჭიქის კიდეებზე მოსასმელად
2 დიდი მეოთხედებად დაჭრილი ლაიმი
½ კონა პიტნის ფოთლები
7 მეოთხედებად დაჭრილი მარწყვი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა თეთრი რომი
2 ჭიქა გაზიანი წყალი
8 ჭიქა ყინულის კუბები
პიტნა გასაფორმებლად

მასალად საჭიროა:
1. მოაყარეთ შაქარი 0.5 –1 სმ რადიუსზე პატარა, ფრიალა თეფშზე. მოუსვით ლაიმის ერთი ნაჭერი კოქტეილის ჭიქის კიდეებზე, შემდეგ ჩაყავით კიდეები შაქარში და გადადგით.

2. ლაიმის დარჩენილი მეოთხედები ჩაწურეთ გამძლე მინის ჭურჭელში. შეურიეთ გაწურულ ლაიმს, პიტნა, მარწყვი და 1 ჭიქა შაქარი. ხილი კარგად დასრისეთ, რათა მარწყვიდან წვენი, ხოლო პიტნის ფოთლებიდან – საკმარისი ზეთი გამოვიდეს. შეურიეთ რომი და გაზიანი წყალი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. მიღებული მასა შაქრიან ჭიქაში ჩაასხით და მოაყარეთ ყინულის კუბიკები. გააფორმეთ პიტნით.

Category: სასმელები | Views: 696 | Added by: chefpotato | Tags: მოჰიტო, მარწყვის, მარწყვი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​