23:37
ტირამისუს ნაყინის ტორტი
მასალად საჭიროა:
¾ ჭიქა ესპრესო, გაცივებული
¼ ჭიქა შავი რომი ან ყავის ლიქიორი
100 გრამამდე 'ლედის თითები'
3 ჭიქა ვანილის ან ყავის ნაყინი
¾ ჭიქა კარგად გახეხილი მწარე ან ნახევრადტკბილი შოკოლადი
მოსართავად გამოიყენეთ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. 20×10 სმ ლითონის ღრმა ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ისე, რომ კიდეებიდან გადმოშვებული იყოს 5–7 სმ.

2. დაბალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ესპრესო და რომი/ლიქიორი. წაუსვით ან ორივე მხრიდან კარგად ამოავლეთ ლედის თითების მესამედი (დაახლოებით 8 ცალი) ამ ნარევში და დაალაგეთ გამზადებული ღრმა ფორმის ძირზე.

3. გადაუსვით 1 ჭიქა ნაყინი ჩხირებს და თანაბრად მოაყარეთ გახეხილი შოკოლადის მესამედი. ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ დარჩენილი 'ლედიფინგერსის' ჩხირებით, ნაყინით, ესპრესო-რომის ნარევით და გახეხილი შოკოლადით (უნდა მიიღოთ 3 ფენა).

4. გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ მინიმუმ 3 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ მზად არ იქნება მისართმევად. გადმოაბრუნეთ ფორმა ლანგარზე და მოაცილეთ ცელოფანი. დაჭერით 4–5 სმ. ნაჭრებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ კაკაოს ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!

Category: ტკბილი კერძები | Views: 945 | Added by: chefpotato | Tags: ნაყინი, ტორტი, ტირამისუ
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​