23:26 პანაკოტა | |
მასალად საჭიროა: 150 მლ. ნაღები 150 მლ. იოგურტი (უარომატო) 3 ს/კ შაქარი 20 გრ. ჟელატინი მომზადების წესი: 1. დაასხით ჟელატინს მდუღარე წყალი და გააჩერეთ. 2. პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით ნაღები და დაუმატეთ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე. მიღებული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. გადმოდგით ქვაბი ქურიდან და დაუმატეთ წინასწარ მომზადებული ჟელატინი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა ბოლომდე გააგრილეთ. 3. ამასობაში კი იოგურტი მიქსერით ათქვიფეთ. როცა ნაღების მასა სრულად გაგრილდება, შეურიეთ ათქვეფილი იოგურტი. 4. ჩაასხით პანა კოტა ფორმებში, შედგით და დატოვეთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში. 5. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოაბრუნეთ მზა პანა კოტა თეფშზე და ზემოდან სასურველი ხილის მურაბა ან სიროფი მოასხით. | |
Category: ტკბილი კერძები | Views: 1116 | | |
Total comments: 0 | |