11:38
ბრინჯის საათა იაპონურად
მასალად საჭიროა:
1 ჭიქა ბრინჯი
2 ჭიქა წყალი
250-300 გ. საქონლის ხორცი
1-2 ფორთოხალი
მარილი გემოვნებით
 

მასალა სოუსისთვის: 
1 კვერცხის გული
1 ჩაის კოვზი მდოგვი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი ძმარი
300 გრამი ზეთი
1 ცალი ფორთოხალი
1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
1 ჩაის კოვზი მარილი
მაიონეზი
ლიმონის წვენი


მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი, ძმარი, მარილი კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილ საქონლის ხორცთან ერთად და თანდათან დავამატოთ მცენარეული ზეთი. ფორთოხლის წვენი გავხსნათ წყალში (1 კოვზი წვენი – 7 კოვზ წყალთან) და ჩავამატოთ მასში სიმინდის ფქვილი. ვადუღოთ რამოდენიმე წუთით, გადმოვდგათ და მაშინვე ჩავამატოთ მაიონეზი. ბრინჯი, ხორცი, ფორთოხლის ნაჭრები და სხვა ინგრედიენტები ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი. მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.
Category: სალათები | Views: 1016 | Added by: chefpotato | Tags: ბრინჯი, სალათა, ბრინჯის
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​