11:29 ქათმის ღვიძლი იაპონურად | |
მასალად საჭიროა: 5 ს/კ სოიოს სოუსი 500 გ ქათმის ღვიძლი 2 ს/კ მცენარეული ზეთი 1 მწვანე ბულგარული წიწაკა 1-2 კბილი ნიორი 2 ს/კ შაქარი 1 ჩ/კ შირბახტის ზეთი ჯანჯაფილი სურვილის მიხედვით ბოლოკი მწვანე ხახვი 2 ს/კ ხერესი დამატებული 1/2 ჩ/კ შაქარი მომზადების წესი: ღრმა ჯამში ჩავასხათ სოიოს ზეთი, ხერესი შაქრით, ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ღვიძლი. გავაჩეროთ 20-30 წუთის განმავლობაში, დროდადრო მოვურიოთ. 30 წუთის შემდეგ ამოვიღოთ ღვიძლის ნაჭრები და შევწვათ ცხელ ცხიმიან ტაფაზე 3-4 წუთი, სანამ არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. დავამატოთ დაჭრილი მწვანე წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და განვაგრძოთ შეწვა კიდევ 2-3 წუთი. ღვიძლის ნაჭრები უნდა იყოს გარედან ყავიფერი. დავასხათ ზემოდან სოიოს ზეთი, მოვაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ შირბახტის ზეთი. კერძი შეიძლება, სურვილისამებრ, მოვრთოთ ბოლოკის თხელი ნაჭრებით. | |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 844 | | |
Total comments: 0 | |