09:14 ბადრიჯნის სალათა | |
1 ცალი ბადრიჯანი 2 ცალი პამიდორი 100-150 გრამი ყველი 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი მარილი და ნიორი სურვილის მიხედვით მწვანილი
მომზადების წესი: დავჭრათ ბადრიჯანი და დავაწყოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ზემოდან ნაჭრებს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ შერბილებამდე 180-200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ აირღუმელში. პამიდორი დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად. ყველი გავხეოთ და შევურიოთ მაიონეზი. სურვილის მიხედვით დავუმატოთ დანაყილი ნიორი. შემწვარ ბადრიჯანზე დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი, ზემოდან ყველის მასა და შევდგათ მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 1 წუთის განმავლობაში (ყველის გადნობამდე). მაგიდასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!!!
| |
Category: სალათები | Views: 1771 | | |
Total comments: 0 | |