09:09 იტალიური სალათა | |
125 გრამი მაკარონი ბარილა Fusilli (#98) 300 გრამი ღორის ხორცი 3 ცალი კიტრის მწნილი 2 ცალი ვაშლი 12-18 ზეთისხილი 2 სუფრი კოვზი ზეთი მასალა სოუსის მოსამზადებლად: მომზადების წესი: მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავიტანოთ საწურზე და გავაცივოთ. ღორის ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, შევწვათ ზეთში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გავაცივოთ. კიტრი და ვაშლი დავჭრათ ღერებად და შევურიოთ ხორცსა და მაკარონს. სოუსისათვის ერთმანეთს შევურიოთ არაჟანი, კეტჩუპი, მარილი, პილპილი, მწვანილი და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი კიტრის მწნილის წვენი. სოუსი მოვასხათ სალათას და 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გავაჩეროთ. უკვე გამზადებული მოვრთოთ ზეთისხილითა და მწვანილით. გემრიელად მიირთვით! | |
Category: სალათები | Views: 1091 | | |
Total comments: 0 | |