08:57 სალათა ათენი (სამარხვო) | |
|
50 გ. მწვანე ლობიოს პარკი 80 გ. პამიდორი 50 გ. ზეითუნის ზეთი 80 გ. კარტოფილი 10 გ. ზეთისხილი 5 გ. ძმარი კამა, ოხრახუში პილპილი და მარილი მომზადების წესი: პამიდორი გავჭრათ შუაზე, გავაცალოთ თესლი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ლობიო დავჭრათ, ჩავყაროთ მარილიან წყალში, მოვხარშოთ, გავწუროთ საწურზე და გავაციოთ. კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ. პამიდორი და ლობიო ცალ-ცალკე შევაზავოთ ზეითუნის ზეთით, ძმრით, მარილით და პილპილით. სასალათეში ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, მოვაყაროთ დაჭრილ იოხრახუში, გარშემო შემოვუწყოთ პამიდორი ლობიოსთან ერთად და მოვაყაროთ კამა. სალათა მოვრთოთ კურკაგაცლილი ზეთისხილით. | |
| Category: სალათები | Views: 929 | | | |
| Total comments: 0 | |
