12:18
ბულგოგი

მასალად საჭიროა: 

500 გრ. ღორის ან ძროხის ფილე
1 ცალი სტაფილო
3 ს.კ. სოიოს სოუსი
1 ს.კ. სეზამის ზეთი
1 ს.კ. სეზამის მარცვალი
1 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. მარილი
1/2 ჩ.კ. შავი პილპილი
2 ძირი მწვანე ხახვი
1/2 თავი ხახვი


ბულგოგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კორეული კერძია, რომელიც უმეტესად საქონლის ხორცისგან გრილზე მზადდება. გემრიელად შეზავებული ინგრედიენტები გულგრილს არც ქართველ გურმანებს დატოვებს.

მომზადების წესი:

დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის მარცვლები, სეზამის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი და შავი პილპილი. იმავე თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ფილე, სტაფილო და დაჭრილი ხახვი. თასს თავზე დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით (უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ).

2. გააცხელეთ გრილი. ამოიღეთ თასიდან ყველა ინგრედიენტი და დააწყვეთ ალუმინის დიდ ფურცელზე. მოასხით თავისივე წვენი და შეახვიეთ. დადეთ გაცხელებულ გრილზე და შეწვით 12-20 წუთის განმავლობაში.

3. გადმოიღეთ თეფშზე წვენითურთ და მორთეთ ბულგარული წიწაკის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!

Views: 1884 | Added by: user1 | Tags: saqoneli, საქონლის ხორცი, pulkok, bulgogi, ბულგოგი, საქონელი, saqonlis xorci, პულკოკი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​