11:47
მარტივად მოსამზადებელი პასკა

მასალად საჭიროა: 

1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი
1 ჩაის ჭიქა საფუარი
10 ცალი კვერცხი
250 გრამი შაქარი
200 გრამი ერბო
2 ცალი ლიმონი
1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
რამდენსაც შეიზელს – ფქვილი

მომზადების წესი:

10 კვერცხის გულისა და 250 გრამი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ჩავაწუროთ შიგ 2 ცალი ლიმონის წვენი, ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი, 1 ჩაის ჭიქა საფუარი, 200 გრამი გამდნარი ერბო და ფქვილი, რამდენსაც შეიზელს რბილი ცომის მისაღებად. ეს ყველაფერი ავზილოთ კარგად და ჩავდოთ ერბოწასმულ ფორმებში ისე, რომ ცომმა ფორმის 1/3 ნაწილი დაიკავოს. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. როდესაც ცომი ფორმებში თითქმის პირამდე ამოვა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ ზომიერად გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.

Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1744 | Added by: user1 | Tags: პასკა, მარტივი, მომზადება
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​