09:25 დიეტა ” დიდი საუზმე” | |
![]() კალორიების დღიური ნორმის დიეტა ” დიდი საუზმე” მიდგომა: დანიელ იაკუბოვიჩი, ავტორი წიგნისა The big breakfast diet,ამბობს, რომ დილის 9 საათამდე მირთმეული საუზმე ააქტიურებს მეტაბოლიზმს,რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს უწყობს ფეხს. ეს ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზმი ნახშირწყლებსა და ცილებს ენერგიის წყაროების სახით და წვავს ცხიმს. ძირითადი პრინციპი: მიირთვათ სწორი საკვები სწორ დროს. მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც საკვების პირველადი მიღების საფუძვლად უნდა იქცეს. ჯერ ერთი, ეს არის ცილები ( კვერცხი და რძის პროდუქტები).ისინი ნაყროვანების განცდას ტოვებენ ხანგრძლივი დროით. ასევე მნიშვნელოვანია ნახშირწყლები ( ცეხვილი, პური,ფაფეული), მაგრამ მათ რომ სხეულს არ ავნონ, ისინი დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი- უჯრედისი ( ახალი ხილი და ბოსტნეული), რომელიც აუცილებელია კუჭნაწლავის მოქმედებისთვის. პლუსები: ნოყიერი საუზმე დაგეხმარებათ, დიდხანს იგრნოთ თავი დანაყრებულად დღის განმავლობაში და აკონტროლოთ მადა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯანსაღად საუზმობენ, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებ კალორიას იღებენ და როგორვ წესი, ნაკლები წონა აქვთ. მინუსები: წონის დასაკლებად საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს მიღებული კალორიების საერთო რაოდენობას, ამიტომ მნიშვნელოვნად გახდომას ვერ შეძლებთ, თუ არ შეკვეცთ სადილსა და ვახშმის ულუფებს. წესად აქციეთ : სრულფასოვანი საუზმე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების პროდუქტები და სხვა, ორგანიზმისა და წონისთვის მავნე საკვების მიღება. | |
Category: დიეტური საჭმელები | Views: 1536 | | |
Total comments: 0 | |