21:14
ჩახოხბილი
მასალად საჭიროა:
ქათამი
კარაქი, ერბო ან ზეთი 100გრ.
კვერცხი 3–4ც.
პომიდორი 1კგ.
ხახვი 4–5 თავი
ქინძი 1 კონა
ოხრახუში 1 კონა
კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.



მომზადების წესი:
გავასუფთაოთ  ქათამი,  დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ ცხიმი და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15–20 წუთის განმავლობაში. პომიდორი გავხეხოთ სახეხზე ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან წვრილად დაცჭრათ, დავასხათ მოშუშულ ქათამს, დავახუროთ თავსახური და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ გავთქვიფოთ 3–4 კვერცხი და ნელ–ნელა დავუმატოთ. მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, წიწაკა და მარილი. გადავიტანოთ კეცზე და მივიტანოთ სუფრაზე. შეგვიძლია მოვრთოთ 1-2 ღერი ოხრახუშით.



 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1198 | Added by: user | Tags: ჩახოხბილი, qatami, chaxoxbili, ქათამი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​