21:11
შქმერული
მასალად საჭიროა:
წიწილა 1ც. (800-1000გრამიანი.)
რძე 250მლ.
ნიორი 50გრ.
ზეთი 20 გრ.
ცხიმი 50გრ.
მარილი 20გრ.







მომზადების წესი:
გასუფთავებული წიწილი მოვათავსოთ თუნუქის ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან, მოვასხათ და წავუსვათ ცხიმი ორიმე მხრიდან, და შევწვათ. დაახლოებით 220 გრადუსზე.
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი.  დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან ცხიმიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან დავადოთ რაიმე სიმძიმე, რათა ქათამი მთლიანად ეხებოდეს ტაფას და კარგად დაიბრაწოს.  დავახუროთ თავსახური და დაველოდოთ. 7-8 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.
შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ.  გადავიტანოთ კეცზე. იმ ტაფაში სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში მოვშუშოთ დაჭყლეტილი (ან დანაყული) ნიორი .  ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე, წამოვადუღოთ ორიოდე წუთი და დავასხათ ქათამს. უკეთესი ეფექტისათვის  კეცი შევდგათ ჭუმელში 2-3 წუთით.

 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1338 | Added by: user | Tags: ქათმის ხორცი, წიწილა, wiwila, qatmis xorci, შქმერული, shqmeruli
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​