20:48 ქათმის ბარკალი მდოგვის სოუსში | |
მასალად საჭიროა: ქათმის ბარკალი – 1.2 კგ. ქათმის ბულიონი – 0.5 ლ. ღვინო თეთრი (მშრალი) – 150 მლ. მდოგვი – 1 სუფრის კოვზი (30 გრ.) ნიორი (გარჩეული) – 100 გრ. სიმინდის სახამებელი – 2 სუფრის კოვზი იტალიური სანელებლები – 1 სუფრის კოვზი ძირა (კვლიავი) – 1.5 ჩაის კოვზი მარილი – გემოვნებით შავი პილპილი – გემოვნებით ზეითუნის ზეთი – 3 სუფრის კოვზი. მომზადების წესი: 1. ნიორი დავჭრათ ბრტყელ ფირფიტებად 1 – 2 მმ. 2. სიმინდის სახამებელი (1 ს. კ.) და მდოგვი გადაურიოთ ერთმანეთში. 3. მდოგვის და სიმინდის სახამებელს ნელ ნელა დაუმატოთ თბილი ქათმის ბულიონი და სწრაფად გავხსნათ, რომ არ დაკურკუშალდეს. 4. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით ნიორი ორივე მხრიდან სანამ ოქროსფერი არ გახდება. 5. გადმოდეთ შემწვარი ნიორი თეფშზე. 6. ქარმის ბარკლებს გავაცალოთ კანი და ამოვავლოთ სიმინდის სახამებელში. 7. ზეთში, რომელშიც შეწვით ნიორი, შეწვით ქათმის ბარკლებიც ყველა მხრიდან. 8. დაასხით ღვინო და დატოვეთ ცეცხლზე 5 – 7 წუთი სანამ ღვინო არ შეიწოვება. 9. შემწვარ ბარკლებს მოაყარეთ შემწვარი ნიორი, მდოგვის ნაზავში დაამატეთ ძირა, მარილი და პილპილი, და დადგით საშუალო ცეცხლზე კიდევ 25 წუთი. | |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1400 | | |
Total comments: 0 | |