19:01
მჟაუნას წვნიანი სოკოთი
მასალად საჭიროა:
 2 ლ. ძროხის ხორცის ნახარში;
2-3 თავი ხახვი;
2 პატარა სტაფილო;
1 კონა ქინძი და ოხრახუში;
რამოდენიმე ღერი კამა;
4 კონა ახალი მჟაუნის ფოთლები;

რამოდენინე ღერი ტარხუნა;
5-6 ქამა სოკო;
4-5 მაგრად მოხარშული კვერცხი;
არაჟანი – მოსართავად;
მარილი, წითელი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხორცის ნახარშის მოხდილ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ ხორცის ნახარში, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ქამა სოკო. 10-15 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. გავუწყოთ მარილი და წიწაკა. სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ კვერცხთან და არაჟანთან ერთად.
Category: წვნიანი კერძები | Views: 1136 | Added by: user | Tags: მჟაუნას წვნიანი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​