18:58
ჟულიენი ქამა სოკოთი
მასალად საჭიროა:
250 გრ ქამა სოკო
1 ხახვი
250 გრ ცხიმიანი არაჟანი
ყველი
მარილი
პილპილი


მომზადების წესი:

სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, ხახვი – წვრილად.
დაჭრილი სოკო მოხრაკეთ ზეთში ან კარაქში 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ხახვი და კიდევ 5 წუთი ხრაკეთ.
არაჟანი ჩაასხით ემალის ჭურჭელში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ სოკო და ხახვი, მარილი, პილპილი და ყველაფერი ერთად კვლავ დადგით ცეცხლზე ცოტა ხნით. თუ არაჟანი თხელია, წინასწარ გაასქელეთ 1 სუფრის კოვზი მშრალ ტაფაზე მოხალული ფქვილით.
მომზადებული ცხელი მასა გადაიტანეთ ჟულიენის სპეციალურ ჭურჭელში ან გამოსაცხობ პატარა ფორმებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეცი) და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
შედგით გახურებულ ღუმელში ყველის მთლიანად გადნობამდე და ზედაპირის შევარდისფრებამდე.
მომზადებული ჟულიენი შეგიძლიათ მორთოთ სოკოს შემწვარი ნაჭრებითა და ნებისმიერი მწვანილის ფოთლებით.

Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1113 | Added by: user | Tags: ქამა, ჟულიენი, სოკო
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​