18:55
ჟულიენი ქათმის ხორცით
მასალად საჭიროა:
ქათმის ხორცი  – 300 გრ
ქამა სოკო  – 250 გრ
ხახვი  – 2 თავი
კარაქი  ან ზეთი – 30 გრ
არაჟანი  – 250 გრ
ჰოლანდიური ყველი  – 150 გრ (შეიძლება ჩვეულებრივი მაგარი ყველიც)
მარილი  – გემოვნებით
პილპილი -გემოვნებით


მომზადების წესი:

ქათმის ხორცი დავჭრათ წვრილ ზოლებად და შევწვათ.
სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, ხახვი – წვრილად.
დაჭრილი სოკო მოხრაკეთ ზეთში ან კარაქში 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ხახვი და კიდევ 5 წუთი ხრაკეთ.
არაჟანი ჩაასხით ემალის ჭურჭელში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შემწვარი ქათმის ხორცი, სოკო და ხახვი, მარილი, პილპილი და ყველაფერი ერთად კვლავ დადგით ცეცხლზე ცოტა ხნით. თუ არაჟანი თხელია, წინასწარ გაასქელეთ 1 სუფრის კოვზი მშრალ ტაფაზე მოხალული ფქვილით.
მომზადებული ცხელი მასა გადაიტანეთ ჟულიენის სპეციალურ ჭურჭელში ან გამოსაცხობ პატარა ფორმებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეცი) და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
შედგით გახურებულ ღუმელში ყველის მთლიანად გადნობამდე და ზედაპირის შევარდისფრებამდე.
მომზადებული ჟულიენი შეგიძლიათ მორთოთ სოკოს შემწვარი ნაჭრებითა და ნებისმიერი მწვანილის ფოთლებით.
გამოდის დაახლოებით 5 პორცია

Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1067 | Added by: user | Tags: ქათმის ხორცით, ჟულიენი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​