18:03
თევზის წვნიანი “უხა”
მასალად საჭიროა:
4 პორციისთვის:
 ორაგულის ფილე – 400 გრ.
კარტოფილი – 500 გრ.
ხახვი – 3 თავი

სტაფილო – 4 ცალი
ნიორი – 2 კბილი
მარილი გემოვნებით
დაფნის ფოთოლი – 5 ცალი
სურნელოვანი პილპილი – 6 ცალი
კამა -  1 კონა
ქინძი – 1 კონა
ზეთი – 3 სუფრის კოვზი
წყალი 2 ლიტრი

მომზადების წესი:

 ორაგულის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. ქვაბში ჩაასხით წყალი აადუღეთ და დაუმატეთ მარილი, სურნელოვანი პილპილი და დაფნის ფოთოლი, მდუღარეში ჩაყარეთ ორაგულის ფილე და კარტოფილი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი.

ხახვი დაჭერით ნახევარწრილად, სტაფილო რგოლებად, ნიორი დაჭყლიტეთ და ყველაფერი მოშუშეთ ტაფაზე, მზად, რომ იქნება გადაიტანეთ წვნიან ქვაბში და ადუღეთ კიდევ 5 წუთი.

ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და კამა.

 
Category: თევზეულის კერძები | Views: 1830 | Added by: user | Tags: uxa
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​