11:13
თევზის ფილე ციტრუსებისა და ჯავზის სოუსით
მასალად საჭიროა:
თეთრი თევზის ფილე – 900 გრ.
 ფორთოხალი – 2 ცალი.
 ლაიმი – 1 ცალი.
 გრეიფრუტი – 1 ცალი.

 ლიმონის ცედრა – 1 სუფრის კოვზი.
 ხახვი (წითელი) – 50 გრ.
 კამა – 10 გრ.
 ოხრახუში – 10 გრ.
 ჯავზი – 1 ჩაის კოვზი. (წვრილ სახეხზე გახეხილი)
 ზეითუნის ზეთი – 75 მლ.
 ნაღების კარაქი – 10 გრ.
 შაქარი – 1 ჩაის კოვზი.
 მარილი – 1 ჩაის კოვზი.
 თევზის სანელებლები – 2 ჩაის კოვზი.
 თეთრი მშრალი ღვინო – 100 მლ.
ფოლგის ქაღალდი – საჭიროებისამებრ







მომზადების წესი:

თევზის ფილე გარეცხეთ და გააშრეთ.
ფორთოხალი დაჭერით სიგრრძეზე.

ორმას წაუსვით კარაქი, დაალაგეთ თევზის ფილე და ფორთოხლის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, თევზის სანელებლები დაასხით ღვინო.
ფორმას გადააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 200 С -მდე გახურებულ ტემპერატურაზე 15 – 20  წუთის მანძილზე.

 ფორთოხალს, ლიმონს და ლაიმს გავაცალოთ ცედრა.
 ლაიმს, ფორთოხალს და გრეიფრუტს გამოაცალეთ რბილობი და დაჭერით.
ხახვი გაასუფტავეთ და დაჭერით წვრილ კუბიკებად.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში.
 კამა და ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაკეპეთ.
ჯამში მოთავსებულ პროდუქტს დაუმატეთ, ლიმონის, ლაიმის და ფორთოხლის ცედრა, წვრილ სახეხზე დახეხილი ჯავზი, მარილი, შაქარი, თევზის სანელებლები, ზეითუნის ზეთი და ციტრუსების წვენი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
 გამზადებული თევზი გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან მოასხით ციტრუსებისა და ჯავზის სოუსი და გემრიელად მიირთვით!


Category: თევზეულის კერძები | Views: 1045 | Added by: user | Tags: tevzis file, javzis souvxi
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​