21:20
ნაპოლეონი
მასალად საჭიროა:
 ცომი:
ნაღების კარაქი 250 გრ:
ფქვილი 3 ჭიქა;
წყალი 100 მლ;
ლიმნის წვენი 1 ჩ/კ;

კრემი:
რძე 700 მლ;
შაქარი 1/2 ჭიქა;
ნაღების კარაქი 100 გრ;
კვერცხის გული 3 ცალი;
ფქვილი 2 ს/კ;
ვანილი;
 
 
 

მომზადების წესი:

დარბილებული კარაქით, ფქვილით, წყლითა და ლიმნის წვენით მოვზილოთ ერთიანი კონსისტენციის ცომი, შემდეგ გავყოთ 8 ნაწილად, ჩავაწყოთ პოლიეთილენის პარკში და შევალაგოთ მაცივარში 45 წუთით.

ამის შემდეგ ცომები მორიგეობით გამოვიღოთ მაცივრიდან, ძალიან თხელ ფირფიტებად გავაბრტყელოთ და ვამოვაცხოთ 200 C -ზე გახურებულ ღუმელში. თითოეულ ნაჭერს დასჭირდება დაახლოებით 7-10 წუთი.

დაბრაწული ფირფიტები გამოვიღოთ ღუმლიდან და გავაგრილოთ.

მოვამზადოთ კრემი:

კვერცხის გულებს მოვაბნიოთ ფქვილი, შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი რძე.

დარჩენილი რძე გავაცხელოთ ფრთხილად შევურიოთ კვერცხიანი მასა, შემოვდგათ დაბალ ცეცლხზე და ვხარშოთ და თან გამუდმებით ვრიოთ, სანამ არ შესქელდება.

შემდეგ ჩამოვდგათ ცეცხლიდან, გავაცივოთ და ცალკე გათქვეფილ ნაღების კარაქს ნელ-ნელა შევურიოთ მიქსერის გამოყენებით, დავამატოთ ვანილი.

მორთვა:

დავაფინოთ ფირფიტა, წავუსვათ კრემი, ფირფიტა, კრემი და ასე ბოლომდე… უკანასკნელ ფირფიტას გადავუსვათ კრემი და მოვაბნიოთ  ან ცხობისას დარჩენილი ფირფიტის ნაფშვენები. შეგვიძლია ცომი გავყოფისას ბოლო გუნდა პატარა ზომის გავაკეთოთ, და ის ფირფიტა დავფშვნათ და მოვაყაროთ.

Category: ტკბილი კერძები | Views: 1041 | Added by: user | Tags: ნაპოლეონი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​