21:14
მარწყვის ღვეზელი
მასალად საჭიროა:
 1,5 ჭიქა ფქვილი,
1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
1/4 ჩ.კ. მარილი,
1 ჩ.კ. დარიჩინი,
6 ს.კ. დარბილებული კარაქი,

3/4 ჭიქა შაქარი,
2 ს.კ. თბილი რძე,
2 კვერცხი,
2 ჭიქა მარწყვი,
ვანილის ნაყინი – გასაფორმებლად.
 
 
 

მომზადების წესი:
თასში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი, დარიჩინი და მარილი. მეორე თასში გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. დავუმატოთ კვერცხი, რძე და ბოლოს მომზადებული მშრალი ინგრედიენტები. ავურიოთ ხის კოვზით და მოვათავსოთ 26 სმ დიამეტრიან  ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზედ მოვათავსოთ დაჭრილი მარწყვი და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-35 წუთის განმავლობაში. მივირთვათ თბილი, ნაყინთან ერთად.
Category: ტკბილი კერძები | Views: 1195 | Added by: user | Tags: მარწყვის ღვეზელი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​