20:54
ფუნთუშა ქიშმიშით
 
მასალად საჭიროა:
 1 კვერცხი,
6ს/კ შაქარი(დაახლოებით 100 გრამი ),
გამთბარი რძე 200მლ.
50 გრამი მარგარინი ან კარაქი.(უმჯობესია კარგი ხარისხის მარგარინი ).

ქიშმიში 150 გრ.
ფქვილი 400გრ  (თუ ძალიან თხელი გამოვა, მამიშინ ცოტას დაამატებთ).
ვანილი გემოვნებით,
საფუარი 20 გრამი.
 
  
 

მომზადების წესი:
100 გრამ რძეში გახსენით 20 გრამი საფუარი, დადგით თბილ ადგილას 30-40 წუთი (სანამ არ ამოვა).
კვერცხი შაქართან ერთად კარგად გათქვიფეთ. დაამატეთ  დარბილებული (ოთახის ტემპერატურის) მარგარინი, დარჩენილი 100გრ  რძე , და რძეში გახსნილი. ბოლოს ფქვილი ჩაამატე ნელ-ნელა და მოზილე ფაფუკი ცომი. დადგი თბილ ადგილას, რომ ამოვა დაამატეთ ქიშმიში  და კარგად ჩაზილეთ.  და კვლავ დაელოდეთ ამოსვლას. კიდევ რომ ამოვა კააკეთეთ პატარა ბურთულები (გამოდის 12 ცალი) ამოაგუნდავე ზეთიანი ხელით, ჟარუნაზე დასვით ახლო-ახლოს ერთმანეთთან, დააფარე თავზე და კარგად რომ გაფუვდება, 150 გრადუსზე გამოაცხვეთ. თავი რომ მოებრაწება მზადაა.  რომ შეგრილდება თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა, ან წაუსვით სიროპი (2 ს/კ შაქრის პუდრას შეურიე ვანილი და რამდენიმე წვეთი წყალი, სანამ სიროპივით არ გახდება) და გადაუსვი ფუნჯით.
Category: ტკბილი კერძები | Views: 1371 | Added by: user | Tags: ფუნთუშა ქიშმიშით
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​