20:39
ბანანის კექსი
მასალად საჭიროა:
 

1/2 ჭიქა კარაქი, დამდნარი
1 ჭიქა შაქარი (თუ ტკბილი გიყვართ შეგიძლიათ 2 სუფრი კოვზი დაამატოთ)
2 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 მთელი 1/2 ჭიქა (შეიძლება ოდნავ მეტი) ფქვილი

1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/2 ჭიქა არაჟანი
1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
3 ცალი საშუალო ზომის ბანანი კარგად დამწიფებული
 
მომზადების წესი:
 
დარჩეული ნიგოზი მოხალეთ დაბალ ცეცხლზე, კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით.
გაფცქვენით ბანანები, მოათავსეთ თასში და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
სხვა, მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, მარილი და ერთმანეთს კარგად შეურიეთ.
ახალ თასში გათქვიფეთ კვერცხი თეთრი მასის მიღებამდე,  შაქართან ერთად.
ჩაუმატეთ დამდნარი კარაქი, ავურიოთ.
ჩავამატოთ არაჟანი, ვანილი, დარიჩინი,  ნიგოზი, სოდა (ძმრით) და ავურიოთ.
ჩავყაროთ ფქვილი, სწრაფად მოვურიოთ ხის კოვზით.
ფორმის ზომები უნდა იყოს დაახლოებით 23X12 X13სმ (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). ფორმას წინასწარ მოვუსვათ ცხიმი (ზეთი), და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.
გადავიტანოთ საცხობ ფორმაში.  და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაგამოვაცხოთ დაახლოებით 50-55 წუთის განმავლობაში.
რომ გამოცხვება ფორმაშივე დატოვეთ 10 წუთით გასაცივებლად. შემდეგ გადმოიღეთ ბანანის კექსი ფორმიდან ბადეზე, ან საცერზე და აცალეთ კარგად გაცივება.
Category: ტკბილი კერძები | Views: 1152 | Added by: user | Tags: ბანანის კექსი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​