20:25 სამარხვო ნამცხვარი ჯემით და ფორთოხლით | |
მასალად საჭიროა: 350 გრ ფქვილი 250 მლ ფორთოხლის წვენი 250 გრ შაქარი 100 გრ დარბილებული მარგარინი 1 ს.კ. სახამებელი 1 ს.კ. სამარხვო მაიონეზი 10 გრ გამაფხვიერებელი ფხვნილი ან 1ჩ/კ სოდა ძმარში გახსნილი მომჟავო გემოს ჯემი (უმჯობესია ვაშლის..) 2 ცალი თხლად დაჭრილი ფორთოხალი და რამდენიმე ცალი წითელი კენკრა – მოსართავად მომზადების წესი: მარგარინი და შაქარი გავთქვიფოთ. დავუმატოთ ფორთოხლის წვენი, სამარხვო მაიონეზი, სახამებელი, ფქვილი და გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ საშუალო ზომის ფორმაში და საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. როდესაც გული გამოშრება, ბისკვიტი მზადაა. შეგრილებული ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, შუაში და ზემოდან წავუსვათ ჯემი და მოვრთოთ ფორთოხლითა და კენკრით. | |
Category: ტკბილი კერძები | Views: 1165 | |
Total comments: 0 | |