20:16
სიგარეტები
მასალად საჭიროა:
1 ჩ.ჭ.+2 ს.კ. ზეთი
1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი
1 ჩ.ჭ. ნიგოზი
1 ჩ.ჭ. შაქარი

3.5 ჩ.ჭ.ფქვილი
1 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
1 ჩ.კ.სოდა
სურვილისამებრ ცოტა ქიშმიში

მომზადების წესი:

1. 3 ჩაის ჭიქა ფქვილი მოათავსეთ ჯამში, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შემდეგ ჩაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.
2. ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და მიხაკი. სურვილისამებრ ქიშმიშის ჩამატებაც შეგიძლიათ.
3. გააბრტყელეთ ცომი , ისე რომ მიიღოთ დაახლოებით 15 სანტიმეტრის  გვერდის მქონე კვადრატი (ან რომბი).  გაჭერით მოკლე დიაგონალზე. ოდნავ ისევ გააბრტყელეთ რომ კუთხეები ცოტა მოუბლაგვდეს, ხოლო გაჭრილი გვერდის მოპირდაპირე კუთხის მხარეს გავწელოთ.  თხელ ფენად დაიტანეთ მასზე გულსართი. და გადაახვიეთ ამ გვერდის მხრიდან.
4. მიღებული “სიგარეტები”  მოათავსეთ ცივ ფქვილმოყრილ ტაფაზე. ბამბის გამოყენებით ზევიდან გადაუსვით ზეთი და შედგით ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი გავარდისფერდება გამოიღეთ,  დაელოდეთ სანამ არ გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
5. გემრიელად მიირთვით.

 
Category: ტკბილი კერძები | Views: 1086 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​