20:14
ტირამისუ
მასალად საჭიროა:
500 გრ მასკარპონე
500 მლ ნაღები (35%)
150 გრ შაქარი
4 ცალი კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი კაკაო
40 მლ ლიქიორი ამარეტო (ან კონიაკი, ბეილისი)
300 მლ ყავა ესპრესო (ან ხსნადი)
400 გრ ნამცხვარი ,,სავოიარდი”

მომზადების წესი:

მოადუღეთ ყავა, გააცივეთ, დაუმატეთ ლიქიორი.
კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად,
ცალკე ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე,
შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კვერცხიანი მასა.
ნამცხვარ ,,სავოიარდი”-ს თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში. დანამული ნამცხვარი ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ.
ფორმის ძირი მთლიანად დაფარეთ დანამული ნამცხვრით.
ნამცხვრის ფენას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის ნახევარი და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
შემდეგ ფენად ისევ ყავაში ამოვლებული ნამცხვარი დააწყვეთ.
დანამული ნამცხვრის მეორე ფენას დანარჩენი კრემი გადაუსვით.
ზემოდან მოაყარეთ კაკაო, შედგით მაცივარში და სულ მცირე 6 საათის განმავლობაში დატოვეთ.
Category: ტკბილი კერძები | Views: 871 | Added by: user | Tags: ტირამისუ
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​