20:07 პანფორტე | |
მასალად საჭიროა: თხილი -100 გრ ნუში – 100 გრ ნარევი (ლეღვი, გარგარი, ალუბალი, ანანასი) -200 გრ 1 ლიმონის ცედრა შაქარი – 150 გრ თაფლი - 150 გრ ფქვილი – 80 გრ კაკაო – 50 გრ ცხიმი (მარგარინი, კარაქი) – 50 გრ დარიჩინი – 1 ჩ. კ. ჯანჯაფილი (კოჭა), დაფქული – 1/2 ჩ.კ მიხაკი, დაფქული – 1/4 ჩ.კ მარილი და სურნელოვანი პილპილი – დანის წვერით მომზადების წესი: 20 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი. თხილი და ნუში მსუბუქად მოვხალოთ ტაფაზე ან ღუმელში და გავაციოთ. შევურიოთ ჩირები, (ანანასი, ლეღვი, გარგარი, ალუბალი), ლიმონის ცედრა, ფქვილი, კაკაო და სანელებლები. თაფლი, ცხიმი და შაქარი ერთმანეთს შევურიოთ. დავდგათ ცეცხლზე და 2-3 წუთი ვადუღოთ. დავასხათ თხილეულის ნარევს და სწრაფად გადავურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში, კარგად მოვასწოროთ და 35 წუთი ვაცხოთ. მეტი არა, თორემ მეტისმეტად გამაგრდება. პანფორტე საკმაოდ დიდხანს ინახება მშრალ, გრილ ადგილას, ქაღალდში შეხვეული.
| |
Category: ტკბილი კერძები | Views: 920 | | |
Total comments: 0 | |