20:03
ფახლავა (სამარხვო)
მასალად საჭიროა:
გაცრილი პურის ფქვილი 7-8 ჭიქა
წყალი (თბილი) 3 ჭიქა
ზეთი 7-8 ს/კ.
ცოტა მარილი.
 

მასალა შიგთავსისათვის:
მოხალული და გატარებული ნიგოზი 400გრ.
200 გრ. ქიშმიში
დარიჩინი 1 ჩ/კ.
მუსკატი 0,5 ჩ/კ.
ვანილი 10გრ.
შაქარი 4–5 ს/კ.
სამარხვო კარაქი ან მარგარინი 200–250გრ.

სიროფი:
შაქარი  200გრ.
წყალი 1 ჭიქა
თაფლი 100გრ.
ლიმონის ცედრა 1 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1) ფქვილს დავამატოთ წყალი, ზეთი, მარილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი (თუ ცომი ხელზე გვეკრება შეგვიძლია დავამატოთ ცოტა პურის ფქვილი). მომზადებული ცომი დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით,
2) გატარებულ ნიგოზს დავამატოთ დარიჩინი, მუსკატი, შაქარი, ვანილი, ქიშმიში და კარგათ ავურიოთ.
3) ცომი გავყოთ 9 ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, დიდი ნაწილი დავაფაროთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ გამდნარი ცხიმი, დავაფაროთ მეორე ცომი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ მომზადებული შიგთავსი, თანაბრად გადავანწილოთ, დავაფროთ მესამე ცომი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ნიგოზი და ასე გავიმეოროთ ბოლო ფენამდე, ბოლო ფენას წავუსვათ ცხიმი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად (ფახლავა ბოლომდე არ ჩავჭრათ, რადგან სიროფი ფორმის ძირში ჩაიკრავს), გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ შევდგათ 180–190* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან, მოვასხათ სიროფის ნახევარი და კვალავ შევდგათ არღუმელში 15 წუთით, 15 წუთის შემდეგ ისევ მოვასხათ სიროფი და ვაცხოთ კიდევ 15 წუთი.
სიროფის მომზადება:
შაქარს დავასხათ წყალი, დავამატოთ თაფლი, ლიმონის ცედრა და ვხარშოთ რამოდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე. (სიროფი უნდა მოვამზადოთ ფახლავის ცხობის პერიოდში).
Category: ტკბილი კერძები | Views: 1308 | Added by: user | Tags: სამარხვო ფახლავა, ფახლავა (სამარხვო)
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​