19:50 პასკა | |
მასალად საჭიროა: ( 2 საშუალო პასკისთვის) რძე – 1ჩაის ჭიქა
ქვილი – 500 გრ საფუარი – 40 გრ კარაქი – 100 გრ კვერცი – 5 ცალი ქიშმიში -100 გრ ნიგოზი – 70 გრ ილი – 1/4 ჩ/კ (კარდამონი) ჯავზის კაკალი – 1/4 ჩ/კ (მუსკატი) შაქარი – 100 გრ კონიაკი – 2 ს/კ მარილი – 1/4 ჩ/კ ვანილი – დანის წვერზე მომზადების წესი: თბილ რძეში ჩავყაროთ საფუარი, 1 ს/კ შაქარი, ცოტათი ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას დაახლობით 30 წუთით რათა კარგად გაფუვდეს.
ცალკე ჯამში კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად.
დავამატოთ ვანილი, კონიაკი, გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ეს ყველაფერი დავამატოთ გაფუებულ მასაში, ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის ცედრა,ილი, ჯავზის კაკალი და დარჩენილი ფქვილი. კარგად ავურიოთ.
დავდგათ ცომი თბილ ადგილას 1-2 საათით – მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-ჯერ.
როცა ცომი ამოვა კარგად ჩავზილოთ და დავამატოთ ქიშმიში და ნიგოზი.
შევავსოთ ფორმები მაქსიმუმ ნახევრამდე. დავტოვოტ 40-50 წუთით (შეიძლება მეტიც), რომ ამოვიდეს. ზემოდან დავაყაროთ ნიგოზი.
გამოვაცხოთ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავწიოთ ტემპერეტურა 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 25 წუთი.
როცა მზად იქნება ამოვიღოთ ფორმებიდან და დავაყაროთ შაქრის პუდრა
გემრიელად მიირთვით!
| |
Category: ტკბილი კერძები | Views: 936 | | |
Total comments: 0 | |