17:31 ღვინოში მოშუშული წიწილა | |
მასალად საჭიროა:
წიწილა - 1 ც
თავი ხახვი - 200 გრ
კარაქი - 50 გრ (ნაღების)
წითელი ღვინო - 1,5 ჭიქა
ოხრახუში - გემოვნებით
ქინძი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
წიწილა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ,
ჩავდოთ ქვაბში და მოვშუშოთ,
დავამატოთ წვრილად
დაჭრილი ხახვი,
კარაქი, მოვაყაროთ მარილი და კარგად შევწვათ. დავამატოთ 0,5 ჭიქა წითელი ღვინო,
ვშუშოთ რამოდენიმე წუთი, დავამატოთ 1 ჭიქა ღვინო, წვრილად დაჭრილი მწვანილი და
მოვურიოთ, წამოვადუღოთ და 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.
| |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1427 | | |
Total comments: 0 | |