17:14 ყველიანი მობრაწულა | |
250 გ. მოხარშული კარტოფილი,
150 გ. მდნარი ყველი,
150 გ. ჰოლანდიური ყველი,
100 გ. იმერული ყველი,
0,5 ლ. რძე,
50 გ. კარაქი,
2 ს.კ. ფქვილი,
1 ს.კ. ჯავზი,
2 ს.კ. საფანელი.
მომზადების წესი:
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დაბალ ცეცხლზე დავადნოთ კარაქი და ავურიოთ ფქვილი, როდესაც გაოქროსფერდება, დავასხათ რძე და ავთქვიფოთ სათქვეფელათი, სანამ არ შესქელდება, ჩავაყაროთ ყველის სახეობები და მუსკატი, როდესაც დადნება, მოვასხათ წინასწარ დაჭრილ და ცხიმწასმულ ფორმაში მოთავსებულ მოხარშულ კარტოფილს, ზემოდან მოვაყაროთ საფანელი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება.
| |
Category: რძის ნაწარმი | Views: 1072 | | |
Total comments: 0 | |