მასალად საჭიროა:
ღორის ფეხები - 10 ცალი
ძმარი - 3 ჩაის ჭიქა
პილპილი - 10-15 მარცვალი
დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ღორის ფეხები კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში,
დავასხათ წყალი და ვხარშოთ.
ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები,
დავასხათ 3-4 ჩაის ჭიქა ღორის ფეხების ნახარში,
დავდგათ ცეცხლზე და რამოდენიმეჯერ წამოვადუღოთ.
მოხარშული ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ, ჩავალაგოთ ქილაში,
დავასხათ ცხელ-ცხელი შეზავებული ძმარი,
დავახურო თავი და შევინახოთ ცივ ადგილას. ასე მომზადებული ღორის ფეხები საჭმელად ვარგისია მეორე დღიდან და ინახება ორი კვირის განმავლობაში ცივად.
|