15:59 ისპანახისა და ყველის სოუსი | |
400 გ ისპანახი,
2 კბილი ნიორი,
2-3 ს.კ. ზეთი,
0,5 ჩ.კ. ჯავზი,
0,5 ჭიქა რძე,
250 გ 20%-იანი ნაღები,
3 ს.კ. ნაღების ყველი,
2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მდუღარე მარილ-წყალში წამოვადუღოთ,
შემდეგ კი გადავწუროთ. ტაფაში ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ნიორი, დავუმატოთ გაწურული, დაჭრილი ისპანახი და 1-2 წუთი გავაგრძელოთ შუშვა. ისპანახს შევურიოთ ნაღები, ყველის სახეობები, რძე და სანელებლები და წამოვადუღოთ. მზა სოუსით შეგვიძლია მივირთვათ მაკარონი და პასტის ნებისმიერი სახეობა. | |
Category: რძის ნაწარმი | Views: 1185 | | |
Total comments: 0 | |