15:57
რატატუი ნივრიანი მაწვნით
მასალად საჭიროა:
4-5 ცალი პამიდორი,
2 ცალი ტკბილი წიწაკა,
1 ცალი ბადრიჯანი,
2 ცალი ყაბაყი ან ცუკინი,
1 თავი ხახვი,
2 კბილი ნიორი,
0,5 ჩ.კ. შავი და თეთრი პილპილი,
1/3 ჭიქა ზეთი,
1 კონა ქონდარი,
რეჰანი და პიტნა.
 სოუსისთვის – 250 მლ.
სქელი მაწონი,
 1 კბილი ნიორი,
0,5 ჩ.კ. მარილი,
1 კონა ოხრახუში.
 
მომზადების წესი:
პამიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი და მსხვილად დავჭრათ.
ხახვი და ნიორი წვრილად ავკეპოთ. ზეთში შევწვათ ჯერ მსხვილად დაჭრილი ბადრიჯანი, შემდეგ დავუმატოთ წიწაკა, ყაბაყი, ნიორი და ხახვი. 5 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავამატოთ პამიდორი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვშუშოთ, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და მწვანილი.
 
ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, შევურიოთ მაწონს,
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
Category: რძის ნაწარმი | Views: 1143 | Added by: user | Tags: ratatui nivriani mawvnit
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​