15:41 ხაჭოს მაჭკატები | |
მასალად საჭიროა:
0,5 კგ. ხაჭო,
3 ს.კ. მანანის ბურღული,
1 ცალი კვერცხი,
3 ს.კ. შაქარი,
10. გ. ვანილის შაქარი,
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
1 მწიკვი მარილი, ზეთი – შესაწვავად. მოსასხმელად –
0,5 ჭიქა ქიშმიში,
200 მლ. ნაღები,
100 მლ. რძე,
შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხაჭოს შევურიოთ მანანის ბურღული და დავდგათ ერთი საათით. შაქარი,
მარილი და გამაფხვიერებელი ავურიოთ ერთმანეთში. ფხვიერი ინგრედიენტები შევურიოთ ხაჭოს, ამოვავლოთ ფქვილში და გამოვაცხოთ ზეთდასხმულ ტაფაზე. რძე, ნაღები და შაქარი ავთქვიფოთ. ტაფაში ფენა-ფენა ჩავაწყოთ მაჭკატები და ქიშმიში,
მოვასხათ სოუსი და 10-15 წუთის განმავლოვბაში თავდახურული დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. | |
Category: რძის ნაწარმი | Views: 916 | | |
Total comments: 0 | |