21:18 პური ყვავილის ქოთნებში | |
მასალად საჭიროა: ფქვილი - 250 გრ რძე - 200 მლ საფუარი - 10 გრ შაქარი - 1 ყავის კოვზი მარილი - 1 ყავის კოვზი კარაქი - ზემოდან წასასმელად მომზადების წესი: ყვავილის ქოთნებში გამოდის მშვენიერი პურის ფორმები. აქ არის 3 პორციის ცომი. ავიღოთ 250 გრფქვილი და გავცრათ. გავათბოთ 200 მლ რძე და მის ნახევარში გავხსნათ 10 გრ საფუარი. შევურიოთ დანარჩენ რძეს და დავასხათ ფქვილის შუაგულში. დავაყაროთ 1 ყავის კოვზი შაქარი და მარილი. კარგად ავზილოთ. დავდგათ ცომი თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. ამასობაში გავრეცხოთ 3 ახალი ყვავილის ქოთანი. როგორც კი ცომი ამოვა, 2-ჯერ გაიზრდება, გადმოვიღოთ მაგიდაზე და მოვზილოთ. ქოთნებს წავუსვათ კარაქი და ძირში ჩავაფინოთ კულინარული ქაღალდი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად, ჩავდოთ ქოთნებში და დავდგათ 30 წუთით , რომ ცოტა ამოვიდეს. როცა ცომი ამოვა შევდგათ ქოთნები გაცხელებულ ღუმელში 220 გრადუსზე 25 წუთით. როცა მზად იქნება წავუსვათ კარაქი და მივირთვათ. | |
Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 925 | | |
Total comments: 0 | |