21:09 კომბოსტოს მწნილი | |
მასალად საჭიროა: კომბოსტო - 2 კგ ნიორი - 1 კბილი მარილი - 5 ჩ/კ ზეთი - 100 მლ სტაფილო - 400 გრ შაქარი - 100 გრ ძმარი - 150 მლ მომზადების წესი: ვიწყებთ ყველაზე რთული პროცესიდან - ვჭრით კომბოსტოს. გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ კომბოსტო და სტაფილო. შიგადაშიგ ფენებს შორის ჩავაწყოთ დაჭყლეტილი ნიორი და ბოლოს ყველაფერი კარგად დავპრესოთ. მოვამზადოტ მარინადი: ამისათვის 1 ლიტრ მდუღარე წყალში ვურევთ ძმარს, ზეთს , მარილს და შაქარს. ვურევთ სრულ გადნობამდე. დავასხათ მარინადი კომბოსტოს ისე, რომ სრულად დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და 2 დღით დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს გამზადებული კომბოსტო მოვათავსოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში. | |
Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1076 | | |
Total comments: 0 | |