18:41
გასპაჩო
მასალად საჭიროა:
პომიდორი  - 1500 გრ
ხახვი  - 1 თავი
მარილი  - გემოვნებით
პური  - 150 გრ (თეთრი)
ბულგარული წიწაკა  - 2 ცალი (წითელი)
ნიორი  - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი  - 50 მლ
კიტრი  - 200 გრ

მომზადების წესი:
ყველასათვის ცნობილი ესპანური ცივი სუფი,
რომელიც უკვე დიდი ხანია პოპულარულია მთელს მსოფლიოში,
განსაკუთრებით ცხელ ამინდებში.
პომიდორზე გავაკეთოთ ჯვრისებური ჩაჭრა და 1-2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში.
ამის შემდეგ მოვაცალოთ პომიდორს კანი.
 დავაბლენდეროთ გასუფთავებული პომიდორი, 1 ცალი წითელი წიწაკა და 1 თავი ხახვი.
უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე.
 ნიორი დავჭყლიტოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული.
 დავამატოთ 1 ჩ/კ წყალი, ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ეს ყვეაფერი დავამატოთ დაბლენდერებულ მასაში.
 თუ სუფი გამოვა სქელი, შეიძლება დავამატოთ წყალი ან პომიდორის წვენი.
შევინახოთ სუფი მაცივარში 1-2 საათით. სუფი უნდა კარგად გაცივდეს.
თეთრი პური დავჭრათ პატარა კუბიკებად და გავაშროთ ტაფაზე.
 ბულგარული წიწაკა და კიტრი ასევე დავჭრათ პატარა კუბიკებად.
 ირთმევის წინ ჩავყაროთ დაჭრილი კიტრი პური და წიწაკა სუფში.
 
Category: წვნიანი კერძები | Views: 1016 | Added by: user | Tags: gaspacho, გასპაჩო
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​