18:13 ქათამი არაჟნითა და ბრინჯით | |
მასალად საჭიროა: ქათამი - 1 ცალი არაჟანი - 500 გრამი ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა სტაფილო - 2 ცალი მარილი - გემოვნებით პილპილი - გემოვნებით ნიორი - გემოვნებით მომზადების წესი: დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. ერთი საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება, გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10‐15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბრინჯი კვლავ ძირში მოექცეს | |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1387 | | |
Total comments: 0 | |