18:03
ქათმის კუჭმაჭი
მასალად საჭიროა:
ქათმის კუჭი  - 0.5 კგ
გულ-ღვიძლი  - 0.5 კგ
ოხრახუში  - გემოვნებით
წიწაკა  - გემოვნებით
ქინძის თესლი  - გემოვნებით
ხმელი ქონდარი  - გემოვნებით
ძმარი  - 1 ს/კ(ღვინის)
მარილი  - გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,
მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ დანაყილი წიწაკა,
ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, მარილი, ღვინის ძმარი, კარგად გადავურიოთ;
გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და ოხრახუშით.
 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1892 | Added by: user | Tags: ქათმის კუჭმაჭი, qatmis kuchmachi
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​